logo
ENG



FDA-მ პრეპარატ "სოტროვიმაბს" კორონავირუსის სამკურნალოდ ავტორიზაცია მიანიჭა

27 მაი 202110:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/27/38h49hj4fdio63l.png

აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ პრეპარატ სოტროვიმაბს კორონავირუსის სამკურნალოდ ავტორიზაცია მიანიჭა. სოტროვიმაბი 12 წელს გადაცილებულ კოვიდპაციენტებში შეიძლება იქნას გამოყენებული, განსაკუთრებული რისკის შემთხვევაში.

CNN-ის ინფორმაციით, ავტორიზაცია ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც ადამიანის მდგომარეობა, შესაძლოა, დამძიმდეს და საჭირო გახდეს კლინიკაში გადაყვანა. FDA აღნიშნავს, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა, შეიძლება, ჰოსპიტალიზებული და ჟანგბადზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა დაამძიმოს.

FDA-ის ინფორმაციით, მედიკამენტი მუშაობს კორონავირუსის სხვადასხვა სახეცვლილების: ე.წ. ბრიტანული, ინდური, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამების წინააღმდეგ.

საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიხედვით, წამლის გვერდითი ეფექტები მოიცავს ანაფილაქსიას, გამონაყარს და დიარეას.


close დახურვა